ავტორი:

ვილი სანიოლი არსად მიდის: რატომ არ გამოიძახა ფრანგმა მწვრთნელმა ლაშა დვალი და რას ამბობს თაობათა ცვლაზე? - "წავიდნენ გველესიანი და კვირკველია, კაშიას ასაკი მოემატა..."

ვილი სანიოლი არსად მიდის: რატომ არ გამოიძახა ფრანგმა მწვრთნელმა ლაშა დვალი და რას ამბობს თაობათა ცვლაზე? - "წავიდნენ გველესიანი და კვირკველია, კაშიას ასაკი მოემატა..."

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნოემბრის შეხვედრებამდე პრესკონფერენცია გამართეს.

ვილი სანიოლი:

"დიდ წარმატებას მივაღწიეთ, შემდეგ ასე გაგრძელება რთულია და ამას ველოდით. რთულია, დიდი წვეულების შემდეგ ყოველდღიურობას დაუბრუნდე.

თაობათა ცვლა გვაქვს, წავიდნენ გველესიანი და კვირკველია, კაშიას ასაკი მოემატა. დაცვაში კარგი ახალგაზრდები გვყავს. ნაკრების გარემოს ადრევე უნდა შეეჩვიო და ნარიმანიძე აქ ამიტომაცაა. სიგუას ახლა კარგი პერიოდი აქვს, მის მწვრთნელს ვესაუბრე.

მეორე ადგილის თეორიული შანსი გვაქვს. რთული პერიოდი გამოცდილებაა, ჩვენ ახლა შენების პროცესში ვართ და ამას გავაგრძელებთ. თუ გამოვა, ძალიან კარგი. როცა სამ მცველიან ტაქტიკაზე გადავედით, ცუდად წავაგეთ, მაგრამ სულ მჯეროდა, ეს გაამართლებდა. პირველი წელი კარგი არც ლუის ენრიკეს ჰქონია.

ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია კონცენტრაცია, აგრესია და სხვა ფაქტორები. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტ წარმატებას რომ მივაღწიოთ კუთხურებზე საშინლად ვითამაშეთ, მაგრამ სტანდარტულების დროს ტაქტიკა არ შეგვიცვლია, აქედან გამომდინარე პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ დამოკიდებულებაშია. როცა გველესიანი, კვირკველია და მაღალი ფეხბურთელები წავიდნენ, პრობლემა გამოჩნდა და ამ საკითხზე მეტად უნდა ვიმუშაოთ

ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი სტანდარტულებისთვისაც გვჭირდება და სხვა რამეებისთვისაც, მაგრამ ფედერაცია ინგლისურ კლუბებს ვერ შეეჯიბრება. 6 თვის წინ სტანდარტულების დროს ჩვენ პრობლემებზე არავის საუბრობდა, პირიქით, გაკვირვებულები იყვნენ.

აზაროვი "შახტარში" სკამზე იყო და თვეში საშუალოდ ერთ თამაშს თამაშობს, რაც შემდეგ ფიზიკურად საკმარისი არაა იმ დავალებებისთვის, რასაც მისგან ვითხოვთ.

დვალმა ესპანეთის ნაკრებთან ცუდი თამაშის შემდეგ ჩემი დავალებები კარგად ვერ მიიღო. ის ძალიან მიყვარს, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და დაბრუნდეს. ლაშა ძალიან კარგი იყო საბერძნეთთან და შემდეგაც და ერთ-ერთია იმათგანია, ვინც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძველებურ ფორმაში აღარაა. გააგრძელეთ კითხვა