ცნობილი რუსი ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, 61 წლის ალექსანდრე გორდონის პირადი ცხოვრება ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრშია, რაც უპირველეს ყოვლისა, მისი მრავალრიცხოვანი, ასაკობრივი სხვაობით გამორჩეული ქორწინებებით არის განპირობებული. ამჯერად, გორდონმა საზოგადოებაში მორიგი ფურორი მოახდინა – 38 წლით უმცროს მეხუთე მეუღლესთან, არფისტ სოფია კალანდაძესთან ერთად გამოჩნდა.
მოულოდნელი გამოჩენა განქორწინების ჭორების ფონზე
წყვილის გამოჩენა ფილმის „Ветер“ (ქარი) პრემიერაზე ნამდვილად სენსაციური იყო, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში მათ გარშემო განქორწინების აქტიური ჭორები ვრცელდებოდა.
ჭორები, რომლებიც საზოგადოებასა და მედიაში აქტიურად განიხილებოდა, ძირითადად განპირობებული იყო გორდონის არასაჯარო ცხოვრების წესით და იმით, რომ ის თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად დიდი ხანია არსად გამოჩენილა. გორდონი ყოველთვის იყო თავშეკავებული პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ განხილვისგან, რაც მისი წინა ხანმოკლე ქორწინებების ფონზე, ბევრმა დაშორების ნიშნად მიიჩნია.

თუმცა, წითელ ხალიჩაზე ერთად და ბედნიერი სახეებით პოზიორობამ, სადაც 61 წლის ვარსკვლავთან ერთად 23 წლის სოფია იდგა, ყველა ჭორი უარყო. წყვილი თამამად პოზიორობდა, თუმცა ინტერვიუებზე უარი განაცხადა და მოკრძალებულად დაიკავა ადგილები დარბაზში.
სოციალურ ქსელებში კი მაშინვე დაიწყო აქტიური განხილვა:
"გოგონა ლამაზია", "ასაკი მხოლოდ ციფრებია“, „საბჭოთა კავშირის ვარსკვლავებს შორის ყველაზე უცნაური და საინტერესო სასიყვარულო ქრონიკები ამ კაცს აქვს“ – ასეთია საზოგადოების რეაქცია.
სიყვარული ქართული აქცენტით: სოფია კალანდაძე
ალექსანდრე გორდონისა და სოფია კალანდაძის რომანი 2018 წელს დაიწყო, როდესაც გოგონა მხოლოდ 16 წლის იყო. ისინი ელაბუგაში გამართულ ფესტივალზე შეხვდნენ, სადაც სოფია არფაზე უკრავდა და ტელეწამყვანს აკომპანირებდა. სოფია, რომელიც ცნობილი პიანისტის, ბორის ბერეზოვსკის დისშვილია, ხელოვნების სიყვარულით არის გამორჩეული.

2022 წელს, 38-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, წყვილმა ფარულად იქორწინა და ჯვარიც დაიწერა სუზდალის სპასო-ევფიმიევის მონასტერში. სოფიას ოჯახის წევრები თავდაპირველად შოკში იყვნენ და სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქორწინებას, მაგრამ საბოლოოდ დათმეს პოზიციები იმ მოსაზრებით, რომ „სიყვარული ყველა ასაკს ემორჩილება“.
სოფია კალანდაძე გორდონის ცხოვრებაში უკვე მეორე ქართველი რჩეულია. მანამდე ტელეწამყვანს ხანგრძლივი (7 წელი) სამოქალაქო ქორწინება ჰქონდა მსახიობთან და პროდიუსერთან, ნანა კიკნაძესთან, რაც მიუთითებს მის განსაკუთრებულ სიმპათიაზე ქართველი ქალბატონების მიმართ.
წაიკითხეთ ასევე: