ავტორი:

“ვიცოდი, ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო - არ ვიცოდი, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა“ - ჯო ბაიდენი

“ვიცოდი, ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო - არ ვიცოდი, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა“ - ჯო ბაიდენი

“დონალდ ტრამპის მიერ დანგრეული თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთა მისი პრეზიდენტობის იდეალური სიმბოლოა,“ - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნებრასკის შტატის ქალაქ ომაჰაში, „დემოკრატიული პარტიის“ ღონისძიებაზე განაცხადა.

  • „ვიცოდი, რომ ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, არ ვიცოდი, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, „ტრამპი დამანგრეველ დარტყმას არა მხოლოდ თეთრ სახლს, არამედ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას აყენებს“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, საბანკეტო დარბაზის მშენებლობის მიზნით გასულ თვეში თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის დანგრევა დაიწყო.

  • ტრამპის ბრძანებით, თეთრ სახლში, ახალი საბანკეტო დარბაზის მშენებლობისთვის, აღმოსავლეთ ფრთის ნაწილის დანგრევა დაიწყო.

NBC News-ის ცნობით, მუშებმა შენობის გარე კედლის ნაწილი მოხსნეს, რომელშიც ადრე პირველი ლედის ოფისი და თეთრი სახლის დამხმარე სამსახურები იყო განთავსებული.

ახალი საბანკეტო დარბაზი დაახლოებით 1000 სტუმარს დაიტევს - ეს არის ხუთჯერ მეტი, ვიდრე ამჟამინდელი სახელმწიფო მისაღები სივრცე. პროექტი 250 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება და ტრამპის თქმით, ხარჯებს თავად და დონორები დაფარავენ.

იხილეთ ასევე:

წყარო