ავტორი:

ავარია ქუთაისში - ტვირთმზიდის და მსუბუქი ავტომობილის დაჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავარია ქუთაისში - ტვირთმზიდის და მსუბუქი ავტომობილის დაჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთმანეთს ტვირთმზიდი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.