ავტორი:

“ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს - მათ იციან სიმართლე ეროსი კიწმარიშვილის “თვითმკვლელობის“ - მიხეილ სააკაშვილი

“ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს - მათ იციან სიმართლე ეროსი კიწმარიშვილის “თვითმკვლელობის“ - მიხეილ სააკაშვილი

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

  • როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მათ შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვათ, ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ციხე არ ელით.

„ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო - მათ იციან სიმართლე ეროსი კიწმარიშვილის „თვითმკვლელობის“ და შემდეგ ეროსის ოჯახის ჩაჩუმების შესახებ.

ისინი მონაწილეობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და ასევე, 2022-დან რუსული ფულის გათეთრებაში.

მათ იციან ყველა დეტალი რუსთავის ციხეში ჩემს მოწამვლაზე, ამიტომ მათ შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ციხე ვფიქრობ, არ ელით“, - წერს სააკაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით.