კიმ კარდაშიანი ადვოკატთა გამოცდაში ისევ ჩაიჭრა - ინტიმური ფოტოსესია და პირობა, რომელიც ვარსკვლავმა საჯაროდ დადო

კიმ კარდაშიანი ადვოკატთა გამოცდაში ისევ ჩაიჭრა - ინტიმური ფოტოსესია და პირობა, რომელიც ვარსკვლავმა საჯაროდ დადო

კიმ კარდაშიანი "ინსტაგრამზე" ახლახანს გამოქვეყნებულ ფოტოებში გამჭვირვალე მაქმანებიანი კაბით გამოჩნდა. "კარდაშიანების" შოუს ვარსკვლავი ფოტოებში კერძო ვილაზე, კლდოვან სანაპიროზე პოზირებდა.

ფოტოებს აღწერაში კიმმა მხოლოდ ნაცრისფერი გული მიაწერა.

გამომწერები კიმის სილამაზით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, მათ შორის კი კიმის და, ქლოი კარდაშიანიც გამოერია: "გასაოცარია",- წერს ქლოი.

გამომწვევი ფოტოები კიმმა რამდენიმე საათით ადრე დაპოსტა, ვიდრე გამოაცხადებდა, რომ კალიფორნიის შტატის ადვოკატთა გამოცდაში ჩაიჭრა.

"ჯერ არ ვარ იურისტი..",- დაწერა მან ინსტაგრამის "სთორიში", რომელიც პარასკევს ატვირთა.

"იურისტობის გზას უკვე ექვსი წელია ვადგავარ და მანამ არ შევწყვეტ, სანამ გამოცდას არ ჩავაბარებ. არანაირი მოკლე გზა, არანაირი დანებება - მხოლოდ მეტი სწავლა და მეტი მონდომება! მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს და ამ გზაზე მამხნევებს. ჩავარდნები წარუმატებლობას არ ნიშნავს, ეს მამოტივირებელი უფროა. ცოტა მაკლდა, რომ გამოცდა წარმატებით ჩამებარებინა და ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს",- წერდა კიმი.

კარდაშიანმა იურისტობის სურვილი პირველად 2019 წელს გამოთქვა ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში. საბაზისო გამოცდები კი საბოლოოდ მან სამჯერ ჩაჭრის შემდეგ, 2021 წელს ჩააბარა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა