დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში, ოფიციალური შეხვედრისას ჩაეძინა? - რა კადრები გადაიღეს ფოტოგრაფებმა და რას აცხადებს თეთრი სახლი

დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში, ოფიციალური შეხვედრისას ჩაეძინა? - რა კადრები გადაიღეს ფოტოგრაფებმა და რას აცხადებს თეთრი სახლი

სოციალურ მედიაში დონალდ ტრამპის ფოტოები გავრცელდა, რომელშიც ის ოვალურ კაბინეტში განცხადების გაკეთებისას თვლემს. ფოტოებმა მის ოპონენტებში ტრამპის სამსახურეობრივი მოვალეობის პასუხისმგებლიანად შესრულების შესახებ არაერთი კითხვა დაბადა.

გადაწყვეტილებებზე მსჯელობისას, რომელშიც ტრამპი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მრგვალ მაგიდასთან იჯდა, პრეპარატების ფასების კლებაზე უნდა ემსჯელათ. CNN-ის გამოცემის თქმით, დროგამოშვებით, აშშ-ს პრეზიდენტს თვალები დახუჭული ჰქონდა და ეტყობოდა, რომ თვალების გახელა უჭირდა, რის გამოც ის ხშირად ისრესდა თვალებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ტეილორ როჯერსმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტს არ ეძინა და დისკუსიაშიც აქტიურად მონაწილეობდა: "პრეზიდენტ ტრამპის განცხადება უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს, მაგრამ წარუმატებელი, ლიბერალური მედია ცდილობს, რომ დისკუსიის გაშუქების ნაცვლად, მძინარე პრეზიდენტის ნარატივი გაავრცელოს".

მიუხედავად ყველაფრისა, ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვები კვლავ აქტუალური რჩება. 79 წლის პრეზიდენტმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ფიზიკური გამოკვლევის დროს მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფიაც ჩაუტარდა, თუმცა არ დაასახელა ამის მიზეზი.

აგრეთვე, ზაფხულში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ექიმებმა ტრამპს ფეხების შეშუპების გამო კვლევა ჩაუტარეს და ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. აღსანიშნავია, რომ თავად პრეზიდენტი ტრამპი მკაცრად აკრიტიკებდა ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელსაც ენერგიულობის ნაკლებობის გამო "მძინარე ჯო" უწოდა და ამ მეტსახელს დღემდე იყენებს მასზე საუბრისას.

წყარო: cnn.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა