ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მამარდაშვილმა გასულ კვირას მნიშვნელოვანი მატჩები გამართეს.
მამარდა თავის "ლივერპულთან" ერთად "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა. მატჩი მერსისაიდელებმა ანგარიშით 0-3 წააგეს, თუმცა წაგების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს გიორგის მიერ მოგერიებული 11-მეტრიანი.
ლივერპულის საჯარიმოში პენალტი მამარდაშვილის უხეში თამაშის გამო დაინიშნა, თუმცა გიორგიმ ჰალანდის დარტყმული ბურთის მოგერიება შეძლო.

ანალიტიკურმა ვებგვერდმა flashscore-მა მამარდაშვილის თამაში 5,8 ქულით შეაფასა, რაც ამ მატჩში ყველაზე დაბალი შეფასება იყო. ამ დროისთვის ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში მერვე ადგილზეა.

ის მინდორზე საუკეთესო იყო. პსჟ-მ გასვლაზე "ლიონი“ 3:2 დაამარცხა. კვარაცხელიამ 33-ე წუთზე გაიტანა და აღსანიშნავია, რომ ეს "კვარასთვის" ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლია. ხვიჩას თამაში flashscore-მა 8,3 ქულით შეაფასა, რაც ამ მატჩში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.