სუნამოს ბრიტანული ბრენდი 50-წლიანი ისტორიით - აღმოაჩინეთ სიახლე PSP-ში

სუნამოს ბრიტანული ბრენდი 50-წლიანი ისტორიით - აღმოაჩინეთ სიახლე PSP-ში

ბრენდი, რომლის უკან მდიდარი ისტორია და ტრადიცია დგას, რომელიც ემსახურება თავდაპირველ მიზანს - ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს უმაღლესი ხარისხის პარფიუმერია, ბიუჯეტურ ფასად. დახვეწილი, ორიგინალური შეფუთვა, მდგრადი და სასიამოვნო სურნელი ბრენდს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდის პოპულარულს - 2 წუთში ერთხელ იყიდება მისი ერთი შეფუთვა.

Milton ბრიტანული ბრენდია, რომელიც უკვე საქართველოშიც, კერძოდ PSP-ს ქსელშია ხელმისაწვდომი. მისი სუნამოები შექმნილია ნიშური ფორმულებით და შეიცავს მაღალ კონცენტრაციებში შერეულ საუკეთესო პარფიუმერულ ზეთებს. სწორედ მათი კომბინაციით იქმნება ძვირადღირებული სუნამო, რომელსაც ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ბრენდის მიდგომაა, მარკეტინგული ხარჯების დაზოგვით შეინარჩუნოს მისაღები ფასები, რითაც 50 წელია, იცავს მომხმარებლის ინტერესებს.

დიზაინერ მილტონ ლოიდს 119 სუნამო აქვს შექმნილი, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენს ქვეყანაშიც არის წარმოდგენილი.

გთავაზობთ Milton-ის სამ გამორჩეულ სუნამოს, რომელიც იდეალურია ყოველდღიურად თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის:

Color Me Dark Red გამოირჩევა ქარვის, ყვავილების, ხისა და აღმოსავლური ნოტებით. მისი წამყვანი ინგრედიენტებია თეთრი ატამი, ჟასმინი, ზაფრანა, ქარვა და მუშკი.

სუნამოს ძლიერი, დაბალანსებული ნოტები სასიამოვნოდ იშლება და მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებს მდგრადობას. მისი ცოცხალი ხასიათი აგიმაღლებთ განწყობას ნებისმიერ სეზონზე.

თუ ყოველდღიურ, ნაზ, ელეგანტურ და თბილი ტონების სუნამოს ეძებთ, Milton Color Me Pearl სწორედ თქვენთვისაა.

სუნამოს მთავარი ინგრედიენტებია: ფორთოხლის ყვავილი, ჟასმინი, ვარდი და კედარის ხე. აქვს დახვეწილი, მარჯნისფერი შეფუთვა, რაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე სასაჩუქრედ.

Milton Colours-ი გამოირჩევა მდგრადი, ელეგანტური, მკვეთრი სურნელით. მისი წამყვანი ინგრედიენტებია ბერგამოტი, თეთრი ატამი, მსხალი, ცხარე წიწაკა, ჟასმინი, მუშკი და კედარის ხე.

შეფუთვა გადაწყვეტილია ცისარტყელას ფერებში და პირდაპირ ასახავს სუნამოს ცოცხალ ხასიათს.

ბრიტანული ბრენდის Milton-ის ამ და სხვა არომატების აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს.

R