"იგლ ჰილს საქართველოს“ პროექტი ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა. ხელშეკრულებით სახელმწიფოს არცერთ ეტაპზე და არცერთ პუნქტში არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია ფინანსური გარანტია", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, "იგლ ჰილსის“ პროექტი მათ რიცხვს არ განეკუთვნება და საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული შეთანხმებით სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურადაა დაცული.
"ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ გაუცია განსხვავებული ან საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის, ან უშუალოდ ამ პროექტისთვის. ამასთანავე, მივიღეთ უპრეცედენტო შესაძლებლობა, სახელმწიფო გახდა თანაპარტნიორი საერთო საწარმოში, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო თბილისსა და გონიოში მდებარე მიწების თანამესაკუთრეა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
"ვხედავთ მიზანმიმართულ ტყუილებს და მცდელობას, მიგრაცია დაკავშირებული იყოს ინვესტიციასთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში არსებობს მიგრაციის კანონი. მეტიც, ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მკაცრი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით. ამდენად Eagle Hills-ის მასშტაბური ინვესტიციის ფარგლებში რისკი უკანონო მიგრაციის მიმართულებით ნულოვანია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორ პროექტი განხორციელდება.
"აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში ორ პროექტს განახორციელებს. კერძოდ, თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე, შენდება ახალი მწვანე ქალაქი - მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, გეგმავენ, მათი თქმით, პრემიუმ კლასის კურორტის აშენებას, რაც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. მთლიანობაში საუბარია, 6.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე.
ქართველ საზოგადოებაში ეს პროექტი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, საზოგადოებრივი ჯგუფები და ოპოზიციის წარმომადგენლები კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვენ.
იხილეთ ასევე: