არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში ორ პროექტს განახორციელებს, რაშიც ჯამში 6,6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ აღთაკლიასა და ფონიჭალაში მდებარე 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა საცხოვრებელი კომპლექსები, კომერციული სივრცეები, სასტუმროები და რეკრეაციული ზონები. ამის შესახებ იმ რენდერებიდან ირკვევა,რომელიც კომპანია Eagle Hills-მა საკუთარ ვებ. გვერდზე გამოაქვეყნა.

არაბული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს გონიოშიც. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად გონიოში დაგეგმილია პროექტი, რომელიც ცხოვრების მაღალ დონეს შესთავაზებს მოქალაქეებს. პროექტის სახელწოდებაა The icon of black sea. აღნიშნულია, რომ აქ გაკეთდება მსოფლიო დონის სანაპირო ზოლი და იახტ კლუბი. იქნება რესტორნები და ბარები, შოპინგ ცენტრები, პრემიუმ ხარისხის სასტუმროები.... წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტოები
