ქართველი მოსწავლეები 2000 წლიდან მონაწილეობენ საერთაშორისო ტექ ოლიმპიადებში და ამ დრომდე მათ სახელზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯილდოა. წლების განმავლობაში, საქართველოს მონაწილეობა ოლიმპიადებში არაერთხელ დასრულებულა გამორჩეული შედეგებით. ქართველი ახალგაზრდები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები ხდებოდნენ, აგრძელებდნენ სწავლას მსოფლიოს საუკეთესო რეიტინგის მქონე უნივერსიტეტებში, იწყებდნენ თანამშრომლობას წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან და ქმნიდნენ წარმატებულ სტარტაპებს.
ამჯერად სწორედ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
მარიამ კობიაშვილი ორჯერ მონაწილეობდა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაში 2008 და 2009 წლებში. მარიამმა ორივე ოლიმპიადაში ბრინჯაოს მედალი მიიღო. მოგვიანებით ის აშშ-ში Massachusetts Institute of Technology-ში სწავლობდა და მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე Google-ში.
ნუგზარ ჩხაიძე 2016 წელს ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. იმავე წელს, ისევე როგორც 2014 და 2015 წლებში ასევე ბრინჯაოს მედლები აიღო ჟაუტიკოვის სახ. საერთაშორისო ოლიმპიადაზე. მან განათლება აშშ-ში, Worcester Polytechnic Institute-ში მიიღო და ამჟამად Amazon-ში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად მუშაობს.
გიორგი ლეკვეიშვილი საერთაშორისო ოლიმპიადებში ოთხჯერ მონაწილეობდა. 2024 და 2005 წლებში ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენდა. 2006 წელს ინფორმატიკაში მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ის ასევე მონაწილეობდა დაპროგრამებაში სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონატში, საიდანაც ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. გიორგი 9 წლის განმავლობაში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გახლდათ Google-ში. 2019 წელს კი საქართველოში დაბრუნდა და დღემდე ლექტორია თავისუფალ უნივერსიტეტში. ის ასევე სტარტაპ dodo-ს დამფუძნებელია.
თეიმურაზ თოლორაია საერთაშორისო ოლიმპიადაში პირველად 2017 წელს მონაწილეობდა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადიდან ის ვერცხლის მედლით დაბრუნდა. 2019 და 2020 წლებში კი ინფორმატიკაში მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადაში მონაწილეობდა, სადაც ჯერ ბრინჯაოს, შემდეგ კი - ოქროს მედალი მოიპოვა. ამჟამად თეიმურაზი Massachusetts Institute of Technology-ში სწავლობს.
ლუკა მოსიაშვილის სახელზე არაერთი ჯილდოა. მათ შორისაა: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI 2020) - ოქრო, მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადა ინფორმატიკაში (IOI 2023) – ბრინჯაო, (IOI 20223) – ბრინჯაო, ჟაუტიკოვის სახ. საერთაშორისო ოლიმპიადა (IZhO 2023) - ოქრო, (IZhO 2021) - ვერცხლი, International Autumn Tournament in Informatics (IATI 2022) - ვერცხლი, (IATI 2021) - ვერცხლი, Romanian Master of Informatics (RMI 2021) - ვერცხლი, (RMI 2020) - ბრინჯაო, Asia-Pacific Informatics Olympiad (APIO 2021) - ვერცხლი, სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონატი დაპროგრამებაში (ICPC Mid-Central USA Regional Contest 2024) - ოქრო. ლუკამ სტაჟირება გაიარა Huawei-ში და ამჟამად აშშ-ში, Vanderbilt university-ში სწავლობს.
თორნიკე მანძულაშვილი, რომელიც ამჟამად პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია Google-ის ლონდონის ოფისში, ორჯერ მონაწილეობდა საერთაშორისო ოლიმპიადაში. 2013 წელს მან ბრინჯაოს მედალი აიღო ინფორმატიკაში მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადაში, 2015 წელს დაპროგრამებაში სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი გახდა.
დავით თვალჭრელიძემ 2006 წელს ინფორმატიკაში მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მიიღო. განათლების მიღების შემდეგ მან საქმიანობა აშშ-ში გააგრძელა და ამჟამად Waymo-ში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გახლავთ.
გიორგი ჩხაიძე ამჟამად დოჰაში, Carnegie Mellon University-ში სწავლობს და ამ დრომდე მონაწილეობს საერთაშორისო ოლიმპიადებში. მიმდინარე წელს ის დაპროგრამებაში სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი გახდა. მანამდე გიორგის მიღებული აქვს ბრინჯაო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაში, ბრინჯაო Asia-Pacific Informatics Olympiad-ში, ვერცხლი ჟაუტიკოვის სახ. საერთაშორისო ოლიმპიადაში და 2022 წელს ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენდა.
ნინო ჩხაიძე რამდენჯერმე მონაწილეობდა საერთაშორისო ოლიმპიადაში. მის ჯილდოებს შორისაა: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI 2021) - ბრინჯაო, ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI 2022) - ბრინჯაო, (EGOI 2023) - ვერცხლი, (EGOI 2024) - ვერცხლი, ჟაუტიკოვის სახ. საერთაშორისო ოლიმპიადა (IZhO 2023) - ბრინჯაო, (IZhO 2024) - ბრინჯაო, ბალტიისპირეთის ოლიმპიადა ინფორმატიკაში (BOI 2024) - ვერცხლი. ნინო აშშ-ში, New Jersey Institute of Technology-ის სტუდენტია.
ქართველი ახალგაზრდების პოტენციალის უკეთესად ათვისებისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივ ასპარეზზე მეტი წარმატების მისაღწევად, საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ცოტა ხნის წინ შექმნა ტექ ოლიმპიადების ჰაბი. მისი შექმნის იდეა მიზნად ისახავს ამ პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას, სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებას და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებასა და გლობალურ ინტეგრაციას.
პროექტის მხარდამჭერია თიბისი, რომელიც მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ICT ასოციაცია საქართველოში, დეველოპერული კომპანია ბლოქსი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია LINEATE და გლობალურ ტექნოლოგიური კომპანია EPAM.
ჰაბის ფარგლებში მხარდაჭერილ ოლიმპიადებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.
R