ავტორი:

300 სტუმარი 165-მილიონიან სასახლეში - როგორ აღნიშნა კრის ჯენერმა 70 წლის იუბილე? - მეზობლებმა პოლიცია რამდენჯერმე გამოიძახეს (ფოტოები)

300 სტუმარი 165-მილიონიან სასახლეში - როგორ აღნიშნა კრის ჯენერმა 70 წლის იუბილე? - მეზობლებმა პოლიცია რამდენჯერმე გამოიძახეს (ფოტოები)

პროდიუსერი და ბიზნესლედი, კრის ჯენერი 70 წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად მან ხმაურიანი და ძვირადღირებული წვეულება გამართა.

  • დაბადების დღე ისეთი ხმაურიანი იყო, რომ მეზობლებმა რამდენჯერმე გამოიძახეს პოლიცია.

წვეულება კრისმა ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის 165-მილიონიან ვილაში გამართა, რომელიც ბევერლი ჰილსში მდებარეობს.

  • კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, ხმაურის გამო ჩივილს დიდი ყურადღება ექცევა, განსაკუთრებით ისეთ საცხოვრებელ ადგილებში, როგორიც ბევერლი ჰილსია.

დაბადების დღეზე 300-მდე სტუმარი იყო. მათ შორის, ჰოლივუდის მრავალი ვარსკვლავი, ოპრა უინფრი, მერაია ქერი, ადელი, მეგან მარკლი, პრინცი ჰარი და ა.შ.

წყაროს ინფორმაციით, წვეულებაზე კამერები არ იყო დაშვებული.

"კრის ჯენერი შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ამასთანავე მისი ენერგიულობაა განსაკუთრებით აღსანიშნავი", - ამბობს კარდაშიანი-ჯენერებთან დაახლოებული წყარო.

მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა