ნანკა გვარის პოდკასტში "მარტოობის 15 წუთი“ ცნობილმა შეფმზარეულმა ლუკა ნაჭყებიამ პირად ცხოვრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ცოლს დაშორდა.
პოდკასტში ნანკა გვარი და ნაჭყებია კარიერისა და პირადი ცხოვრების ბალანსის სირთულეზე საუბრობენ. შეფმზარეული აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების აწყობა არ გამოსდის: "მაგაზე მე და ჩემმა ფსიქოლოგმა ბევრი ვიმუშავეთ და ვერსად მივედით...პირად ცხოვრებაში იმდენად არ ვვარგივარ, რომ მაგაზე საერთოდ ხელი მაქვს ჩაქნეული“.
"გინახია კარიერისტი, რომელსაც კარგი, ჯანსაღი პირადი ცხოვრება აქვს?“ - განაცხადა ნაჭყებიამ, ხოლო კითხვას - ამჟამად ცოლ-შვილი ხომ გყავს? - უპასუხა, - "შვილი მყავს, ცოლი -არა".
თავის ცუდ თვისებებზე საუბრისას ნაჭყებიამ თქვა: "ყველაფერი მივიღე ჩემს თავზე რაც მაქვს. ყველაფერთან ვარ "ოქეი“ ანუ მივხვდი, რომ შეცვლით მაინც და მაინც დიდად ვერ შევიცვლები. ზოგადად, 30-ს გადაცილებული ხალხი არ იცვლება“.
შეგახსენებთ, ლუკას მეუღლე ანუკა ჯორბენაძე იყო. მათ ერთი საერთო შვილი, ანიტა ჰყავთ.