ავტორი:

ახალი ბანას სამონასტრო - საგანმანათლებლო ცენტრში ირაკლი გაგნიძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ახალი ბანას სამონასტრო - საგანმანათლებლო ცენტრში ირაკლი გაგნიძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ახალი ბანას სამონასტრო - საგანმანათლებლო ცენტრში, გაიხსნა ბიბლიოთეკა, რომელიც "ბიბლუსი ჯგუფის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის სახელს ატარებს.

ირაკლი გაგნიძე 42 წლის ასაკში, მძიმე სენთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

ბიბლიოთეკის გახსნის ინიციატორები არიან "ბიბლუსი" და "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება", რომლის ხელმძღვანელიც მწერალი გიორგი კეკელიძეა.