უკრაინის პრეიზდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "გარდიანთან“ ინტერვიუში რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებულ დარტყმებზე ისაუბრა და თქვა, რომ შედეგად დაზიანდა უკრაინის ენერგოსისტემა.
უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან შეხვედრას "ნორმალური“ და "კონსტრუქციული“ უწოდა. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ტრამპმა ომის დასრულება პუტინის პირობებით მოსთხოვა.
ზელენსკიმ კითხვას ასე უპასუხა: "არა, ამერიკა ჩვენი მტერი არ არის. ჩვენ მეგობრები ვართ და რატომ უნდა მეშინოდეს?!"
მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა