სამედიცინო დოკუმენტების შენახვა შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში სწორედ ეს დოკუმენტები გვეხმარება, უკეთ გავაკონტროლოთ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, მივხვდეთ, როგორ იცვლება საერთო მდგომარეობა. საჭიროების შემთხვევაში კი, ახალ ექიმს შევძლებთ მივაწოდოთ წარსული მკურნალობის დეტალები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ინფორმაციის შენახვა ბავშვებისთვის, ხანდაზმული მშობლებისთვის ან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.
რეკომენდებულია შეინახოთ შემდეგი დოკუმენტები:
ძველი კვლევების და ანალიზების პასუხების შენახვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოგონებებისთვის, არამედ პრაქტიკული მიზეზებითაც. ხშირად სწორედ ისინი ეხმარება ექიმს სწორად შეაფასოს თქვენი ჯანმრთელობის ისტორია. მაგალითად, როცა იცვლით ექიმს ან კლინიკას, ძველი გამოკვლევების პასუხები აძლევს საშუალებას დაინახონ თქვენი ჯანმრთელობის მიმდინარე დინამიკა: როგორ შეიცვალა ანალიზები წლების განმავლობაში, რა მკურნალობა გიტარდებოდათ, რა შედეგი ჰქონდა მედიკამენტებს.
ასევე, ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში ძველი კვლევები აჩენს ტენდენციას, რაც ექიმს ეხმარება ახალი მკურნალობის უკეთ დაგეგმვაში. ამიტომ, ყოველი ახალი ვიზიტისას სასურველია თან იქონიოთ წინა გამოკვლევების ასლები - ეს დაზოგავს დროს, თავიდან აგაცილებთ ზედმეტ გამოკვლევებს და ექიმსაც გაუადვილებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
თუ ფიქრობთ, რომ სამედიცინო დოკუმენტები ძალიან ბევრია და მათი დალაგება შეუძლებელია, არსებობს მარტივი გამოსავალი.

დოკუმენტების საცავი იდეალურია სამედიცინო დოკუმენტების შესანახად - ელეგანტური და ფუნქციური, მყარი ყდით, რომელიც შექმნილია სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის. მას აქვს სარჩევი, რაც გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ მოკლე სია, რათა სწრაფად იპოვოთ საჭირო ქაღალდი.
საცავს მოჰყვება 50 ფაილი, თუმცა შეგიძლიათ დაამატოთ მეტი. ყდაზე კი შეგიძლიათ დაწეროთ სახელი და გვარი, ვისაც ეკუთვნის დოკუმენტები.
სამედიცინო დოკუმენტების დაორგანიზება მარტივია: შექმენით თითოეულ წევრზე ერთი ისტორია, დაალაგეთ დოკუმენტები ქრონოლოგიურად - ძველიდან დაიწყეთ, და დააწერეთ თარიღები ან დიაგნოზები პატარა ეტიკეტებზე. ასე შენახულ მასალას წლების შემდეგაც მარტივად იპოვით.
და ბონუსად, დოკუმენტების საცავს მოყვება გენეალოგიური ხე, შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი ოჯახის წევრები თაობების მიხედვით. ასევე დაგხვდებათ სპეციალური წერილის შაბლონი, სადაც შეძლებთ დაწეროთ პირადი ხასიათის წერილი ან სურვილი შვილებისთვის, შეინახოთ დოკუმენტების საცავში და დაუტოვოთ შთამომავლობას.

სწორად დალაგებული სამედიცინო დოკუმენტები არამარტო სიმშვიდეს გაძლევს, არამედ დროულად მიღებული გადაწყვეტილების საშუალებასაც. ამიტომ, თუ სახლში გაქვთ ქაღალდების გროვა, დროა ყველაფერი მოწესრიგოთ და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობის ისტორია უსაფრთხოდ შეინახოთ დოკუმენტების საცავში.

დოკუმენტების საცავი შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი საბუთები ერთ ადგილას, უსაფრთხოდ შეინახოთ. საცავი დამზადებულია გამძლე და ხარისხიანი მასალისგან. ეწვიეთ „ბიბლუსის“ ფილიალებს, ან შეიძინეთ ონლაინ.
R