პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ჯემალ ანანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი საქმის კურსშია და კავშირზეა.
ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე აღნიშნა.
"ჩვენს კოლეგას, ჯემალ ანანიძეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ჯანდაცვის მინისტრი კავშირზეა, ვიცი. ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. ყველანაირად ყურადღებას ვაქცევთ და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.