ავტორი:

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების შემდეგ, საქართველომ შესაძლოა სატრანზიტო ტვირთების 20%-მდე დაკარგოს  - რას წერს უცხოური გამოცემა?

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების შემდეგ, საქართველომ შესაძლოა სატრანზიტო ტვირთების 20%-მდე დაკარგოს  - რას წერს უცხოური გამოცემა?

"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციები ეკონომიკურ რისკებს უქმნის საქართველოს", - ამის შესახებ უცხოური გამოცემა News.Az წერს.

გამოცემა მიმოიხილავს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის როგორც შესაძლო დადებით, ასევე უარყოფით გავლენებს საქართველოზე, რომელიც უცხოურ მედიაში სამხრეთ კავკასიის მთავარ სატრანზიტო ცენტრადაა მოხსენიებული.

საუბარია 8 აგვისტოს, ვაშინგტონში სომხეთის, აშშ-ისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციაზე. დოკუმენტის თანახმად, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, სომხეთმა შეერთებულ შტატებს 99 წლით მიანიჭა ექსკლუზიური უფლებები იმ მარშრუტის განვითარებისთვის, რომლითაც აზერბაიჯანი ნახიჩევანთან სახმელეთო კავშირის დამყარებას შეძლებს.

უცხოური გამოცემა სატრანსპორტო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელზე, პაატა ცაგარეიშვილზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, აღნიშნული სატრანსპორტო კომუნიკაციის განახლებით, საქართველომ სატრანზიტო ტვირთების 20% დაკარგოს.

"პაატა ცაგარეიშვილმა, ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ორბელის ფორუმი 2025: მშვიდობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მშენებლობა“ გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ახალი მარშრუტების ამოქმედების შემდეგ, საქართველომ შესაძლოა, სატრანზიტო ტვირთების 20%-მდე დაკარგოს.

მისი შეფასებით, საქართველომ შესაძლოა შუა დერეფნის მთლიანი სატრანზიტო ნაკადის დაახლოებით 15-20% დაკარგოს. ყოველწლიურად, დაახლოებით 18-20 მილიონი ტონა ტვირთი გადის საქართველოზე და ამ მოცულობის ერთი მეხუთედის დაკარგვა სერიოზული დარტყმა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის", - წერს News.Az სტატიაში.

თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რისკები ჰიპოთეზურად რჩება, რადგან სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი მთავარი სატრანზიტო მარშრუტი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა, ხოლო სომხეთის გავლით ტრანზიტი თავდაპირველად საავტომობილო ტრანსპორტით შემოიფარგლება. გააგრძელეთ კითხვა