პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილა. The Guardian-ის ინფორმაციით გათავისუფლების შემდეგ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ იქნება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნიკოლა სარკოზის ციხიდან დღეს გაათავისუფლებენ.
სასამართლომ დაასკვნა, რომ „მტკიცებულებების დამალვის, ზეწოლის ან შეთქმულების რისკი არ არსებობს“, რაც პატიმრობის გაგრძელებას გაუმართლებელს ხდის.
სარკოზის ადვოკატმა, კრისტოფ ინგრეინმა განაჩენღან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და რომ შემდეგი ნაბიჯი სააპელაციო სასამართლო პროცესია.
„ჩვენი საქმე ახლა, ნიკოლა სარკოზის და ჩვენი, სააპელაციო სხდომისთვის მომზადებაა“, - აღნიშა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პარიზის „ლა სანტეს“ ციხეში სასჯელის მოხდა 21 ოქტომბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც პარიზის სასამართლომ მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მოპოვების სქემასთან დაკავშირებული კრიმინალური შეთქმულებისთვის.
იხილეთ ასევე: