ავტორი:

“ნარკოტიკების გადამზიდ ორ ნავზე დარტყმა განხორციელდა, 6 ნარკოტერორისტი დაიღუპა“ - პიტ ჰეგსეტი

“ნარკოტიკების გადამზიდ ორ ნავზე დარტყმა განხორციელდა, 6 ნარკოტერორისტი დაიღუპა“ - პიტ ჰეგსეტი

“კვირას, აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, აშშ-ის სამხედრო ძალებმა იმ ორ ნავზე მიიტანეს იერიში, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ნარკოკარტელების მიერ იმართებოდა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა“, - ნათქვამია თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთის განცხადებაში.

“ჩვენს დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ნავები უკანონო ნარკოტრაფიკთან იყვნენ დაკავშირებული , გადაჰქონდათ ნარკოტიკები და გადაადგილდებოდნენ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ცნობილ ნარკოტრანსპორტირების მარშრუტზე,“ - განაცხადა ჰეგსეთმა სოციალურ ქსელ X-ზე.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ექვსივე დაღუპული “ნარკოტერორისტად“ მიიჩნევა, თუმცა როგორც წინა შემთხვევებში, მათი ვინაობა არ გამჟღავნებულა და არც მტკიცებულებები წარმოდგენილა იმის შესახებ, რომ ისინი ორგანიზებულ ნარკობიზნესთან იყვნენ დაკავშირებულნი.

წყარო