ავტორი:

სირია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას შეუერთდება, რომლის მიზანი "ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაა

სირია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას შეუერთდება, რომლის მიზანი "ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაა

სირია შეუერთდება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას, რომლის მიზანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაა.

  • განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სირია 90-ე ქვეყანა გახდება, რომელიც შეუერთდება გლობალურ კოალიციას, რომლის მიზანია „ისლამური სახელმწიფოს“ დარჩენილი ელემენტების განადგურება და ახლო აღმოსავლეთში უცხოელი მებრძოლების ნაკადის შეჩერება.

დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა ალ-შარაას და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს სირიის წარმატებისთვის.

შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ალ-შარაა „ძლიერ ლიდერად“ მოიხსენია და მის მიმართ ნდობა გამოხატა.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სირია წარმატებული იყოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო და ვაჭრობის დეპარტამენტებთან ერთად, გამოაცხადებს ახალ ზომებს სირიისთვის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნისა და „ინვესტორებისთვის შესაბამისობის გარკვევის“ უზრუნველყოფის მიზნით.