ინდოეთის პოლიცია ნიუ-დელიში მომხდარ აფეთქებას ანტიტერორისტული კანონის ფარგლებში იძიებს, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.


ცნობისთვის, გუშინ საღამოს, ნიუ-დელიში ავტომობილი ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან, "წითელ ფორტთან“ ახლოს აფეთქდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

