ავტორი:

"ეფ-ეს-ბეს“ განცხადებით, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ "მიგ-31“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის მოპარვის გეგმა აღკვეთეს

"ეფ-ეს-ბეს“ განცხადებით, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ "მიგ-31“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის მოპარვის გეგმა აღკვეთეს

"ეფ-ეს-ბეს“ განცხადებით, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ "მიგ-31“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის მოპარვის გეგმა აღკვეთეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

  • რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო რუს პილოტებს 3 მილიონს ჰპირდებოდა, რათა "კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტით აღჭურვილი "მიგ-31“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი მოეპარათ.

"გატარებული ღონისძიებების შედეგად უკრაინისა და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების მიერ მასშტაბური პროვოკაციის ორგანიზების გეგმები ჩაიშალა“, - ნათქვამია "ეფ-ეს-ბეს“ განცხადებაში.

"ეფ-ეს-ბეს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "პროვოკაციის მოწყობის მიზნით, "მიგ-31“ რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში მდებარე ნატო-ს საჰაერო ბაზისკენ უნდა გაფრენილიყო, რათა მისი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდება მომხდარიყო“.