ავტორი:

"რვა ომი დავასრულე - მეცხრეც იქნება... უკრაინის ომისთვის 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ - ახლა ფულს აღარ ვხარჯავთ" - დონალდ ტრამპი

"რვა ომი დავასრულე - მეცხრეც იქნება... უკრაინის ომისთვის 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ - ახლა ფულს აღარ ვხარჯავთ" - დონალდ ტრამპი

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

  • მისი თქმით, შეერთებულ შტატებს "საშინელი პრეზიდენტი“ ჰყავდა, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა კატასტროფები მოჰყვა.

"არ დაგავიწყდეთ, რვა ომი დავასრულე - მეცხრეც იქნება. შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის [ომმა] ჩვენ, როგორც ქვეყანას. ანუ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ახლა ფულს აღარ ვხარჯავთ. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან. იცით, ნატო -ს ქვეყნების თავდაცვის ხარჯები 2 პროცენტიდან 5 პროცენტამდე ავიყვანე“, - აღნიშნა ტრამპმა.

უკრაინული მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რაზე საუბრობდა, თუმცა, სავარაუდოდ, ის PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) პროგრამას გულისხმობდა. ტრამპისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ 2025 წლის ივლისში ინიცირებული PURL პროგრამის ფარგლებში, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ.