UFC-ის ყოფილი მებრძოლი, 38 წლის გოდოფრედო კასტრო ფლორიდის ციხეში გარდაიცვალა.
ციხეში რუტინული შემოწმების დროს, საღამოს რვა საათისთვის კასტრო გათიშულ მდგომარეობაში იპოვეს. სასწრაფომ კასტრო ბროვარდის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც ის გარდაიცვალა.
სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
პოლიციამ ქალის სახესა და კისერზე დაზიანებები აღმოაჩინა.
კასტრო უარყოფდა ბრალდებებს და საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. სპორტსმენის მეუღლის ადვოკატმა, გაუდენიო სანტიაგომ ხალხს მოუწოდა "ოჯახისთვის პატივი ეცა და დამამცირებელი კომენტარებისგან ან სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ“.
ბოლო პროფესიონალური ბრძოლა მაც 2022 წლის თებერვალში ჰქონდა.
მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა