"კიევმა და ლონდონმა ვერ შეძლო რუსული ავიაგამანადგურებლის, "მიგ-31“-ის მოპარვა“, - ამის შესახებ "ეფ-ეს-ბე“ იტყობინება.
მათივე ცნობით, უკრაინის უშიშროება რუსი პილოტების მოსყიდვას ცდილობდა. ისინი შესრულებულ სამუშაოში 3 მილიონ დოლარს ჰპირდებოდნენ.
"ეფ-ეს-ბეს“ ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობდნენ ნიდერლანდური საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფის, "Bellingcat”-ის წევრები.
ავიაგამანადგურებლის პილოტი ამბობს, რომ გასულ შემოდგომას მას ამ ჯგუფის წარმომადგენელი, სერგეი ლუგოვსკის სახელით დაუკავშირდა. მან საკუთარი პრეს-ბარათი გაუგზავნა და საომარ თემატიკაზე კონსულტაციისთვის ფული შესთავაზა. შემდგომ ურთიერთობაზე პილოტმა უარი განაცხადა.
არხმა "როსია 24“-მა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც მათი ინფორმაციით, "ეფ-ეს-ბემ" მოიპოვა და სადაც, მათივე ცნობით, ისმის უკრაინული დაზვერვის თანამშრომლების მითითებები - როგორ ჯობია თვითმფრინავის გატაცება, რა სიმაღლეზე და სიჩქარეზე.
მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა