ავტორი:

უკრაინაში მოკლეს მებრძოლი აფხაზეთიდან, დამეი კვიციანია - სავარაუდოდ, მან ჩამოაგდო აფხაზეთის ომის დროს ქართველების "სუ-25"

უკრაინაში მოკლეს მებრძოლი აფხაზეთიდან, დამეი კვიციანია - სავარაუდოდ, მან ჩამოაგდო აფხაზეთის ომის დროს  ქართველების "სუ-25"

უკრაინაში მოკლეს ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი დამეი კვიცინია. ინფორმაცია აფხაზი ვეტერანების ორგანიზაცია Аруаа-მ დაადასტურა.

  • "კვიცინია უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლები ბრძოლის ველიდან გადაჰყავდა“, - იტყობინება Telegram-ზე Аруаа.

კვიცინია მსახურობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მოხალისეთა კორპუსის ალექსანდრე ნეველის სახელობის სადაზვერვო-შემტევ ბრიგადაში.

  • იგი აფხაზი მწერლის, ნიკოლაი კვიცინიას ვაჟია. იბრძოდა აფხაზეთის ომში და სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბრძოლის დროს ქართველების სუ-25 ჩამოაგდო.

2014 წლიდან 2018 წლამდე კვიცინია აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობის საკითხებს კურირებდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში მასშტაბური შეჭრის მონაწილეთა შორის იყო მისი უფროსი ვაჟი, ნიკოლაი, რომელიც ერთ წელზე მეტია დაკარგულად ითვლება.

წყარო