ავტორი:

"სამაჯურით იყო გამოშვებული... როდესაც ქალი დაჩეხა, მოიხსნა და ვეღარ პოულობენ" - მამაკაცმა ყოფილ ცოლს 11 ჭრილობა მიაყენა: რა ხდება 31 ოქტომბერს მომხდარ დანაშაულზე ცნობილი?

"სამაჯურით იყო გამოშვებული... როდესაც ქალი დაჩეხა, მოიხსნა და ვეღარ პოულობენ" - მამაკაცმა ყოფილ ცოლს 11 ჭრილობა მიაყენა: რა ხდება 31 ოქტომბერს მომხდარ დანაშაულზე ცნობილი?

ცნობილი ხდება, რომ 31 ოქტომბერს ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, 30 წლის დავით ზურაბაშვილმა ყოფილ ცოლს 11 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილ ქალს კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ambbei.ge-ს შსს-ს უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება, 19-109-ე (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 151-ე პრიმა (ადევნება, უკანონო თვალთვალი) მუხლებით დაიწყო.

დავით ზურაბაშვილი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

ოჯახის ახლობელი აბობს, რომ მამაკაცი ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და ამისთვის სასჯელსაც იხდიდა. ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა და მას მერე უსაფრდებოდა ყოფილ ცოლს "ის სამაჯურით იყო გამოშვებული და როდესაც ქალი დაჩეხა, მოიხსნა და ვეღარ პოულობენ. ამ მოძალადემ ყოფილ ცოლზე შური იძია და დააქცია მთელი ოჯახი“.

მომხდარზე სოციალურ ქსელში წერს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე:

"ვინმე დავით ზურაბაშვილი, რომელსაც 3.5 წელი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის გამო, 1 წლისა და 4 თვის შემდეგ, ამ წლის 15 აგვისტოს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ, 31 ოქტომბერს ის ისევ დაესხა თავს მის ყოფილ ცოლს და 11 ჭრილობა მიაყენა დანით. ქალი დღემდე საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ეს მოხდა დღისით მზისით ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. 10 დღე გავიდა და მოძალადე ჯერ ისევ არ არის დაკავებული, რადგან პოლიციას არ სცალია, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დასდევს და აპატიმრებს პირბადეების ტარების თუ ქუჩის გადაკეტვის გამო. ციხეები სავსეა პოლიტპატიმრებით, კრიმინალები დარბიან ქუჩებში და ადამიანებს ჩეხავენ!

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქმეს მიხედეთ და მორჩით ენაგადმოგდებული ძაღლებივით ძუნძულს აქციის მონაწილეებთან ერთად“.

იხილეთ ასევე: