პაკისტანში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Geo News-ი ავრცელებს.
პაკისტანის დედაქალაქის პოლიციის განცხადებით, აფეთქება სასამართლოს შენობასთან გაჩერებულ ავტომობილში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.