ავტორი:

"ბრიუსელს ომისა და სანქციების გაგრძელება სურს" - ვიქტორ ორბანი

"ბრიუსელს ომისა და სანქციების გაგრძელება სურს" - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ვაშინგტონში მასსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები ყველა უნგრელისთვის საკეთილდღეოა.

  • „პოლიტიკაში იშვიათი მომენტებია, როდესაც დებატებსა და ეჭვებს აზრი არ აქვს - როდესაც რაღაც იმდენად ნათლად კარგია, რომ ძნელია მისი სხვაგვარად დანახვა. ჩვენი მოლაპარაკებები ვაშინგტონში სწორედ ასეთი მომენტი იყო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებები ყველა უნგრელის საკეთილდღეოა“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, ბრიუსელმა მაშინვე მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი გათავისუფლებულია აშშ-ის სანქციებისგან, ისინი მაინც აკრძალავენ რუსული ენერგომატარებლების იმპორტს ევროპაში 2027 წლიდან.

"ბრიუსელმა მაშინვე მოახდინა რეაგირება. მათ განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი გათავისუფლებულია აშშ-ის სანქციებისგან, ისინი მაინც აკრძალავენ რუსული ენერგომატარებლების იმპორტს ევროპაში 2027 წლიდან. მათ სურთ ომისა და სანქციების გაგრძელება. ნუ ჩქარობ, ბრიუსელო! ამაზე თავადაც გვექნება რამდენიმე სიტყვა სათქმელი“, - აღნიშნა ორბანმა.