ავტორი:

ფუტკარი "ლუციფერი" - რა არის ცნობილი მეცნიერების ახალ აღმოჩენაზე?

ფუტკარი "ლუციფერი" - რა არის ცნობილი მეცნიერების ახალ აღმოჩენაზე?

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ფუტკრების ახალი ჯიში აღმოაჩინეს. მათი სპეციფიკური ფორმის გამო კი, ლუციფერი უწოდეს - ამ ფუტკრებს თავზე პატარა რქები აქვთ.

  • მკვლევრებმა "ლუციფერი ფუტკრები" დასავლეთ ავსტრალიის, გოლდფილდსის რეგიონში იშვიათ ყვავილზე დაკვირვებისას აღმოაჩინეს.

"გამოსარჩევი რქები“ მხოლოდ მდედრ ფუტკრებს აქვთ და მას დაცვის მექანიზმის სახით იყენებენ.

მკვლევარი, რომელმაც ამ ფუტკრებს "ლუციფერი" შეარქვა, ამბობს, რომ ამგვარი სახელის შერჩევისას შთამაგონებელი იყო "ნეტფლიქის სერიალი "ლუციფერი", რომელსაც იმ დროს უყურებდა, როცა ფუტკრები აღმოაჩინა.

როგორც პროფესორი კიტ პრენდერგასტი ვარაუდობს, ფუტკრების ეს სახეობა გადაშენების პირასაა.

წყარო

მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა