ავტორი:

"რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება" - ანტიკორუფციული ბიურო

"რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება" - ანტიკორუფციული ბიურო

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროში არ ადასტურებენ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

"გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა მედიაში ინფორმაცია, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა.