ავტორი:

"დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა... ღმერთმა შეინდოს ჩვენი დაღუპულები" - ერდოღანი განცხადებას ავრცელებს

"დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა... ღმერთმა შეინდოს ჩვენი დაღუპულები" - ერდოღანი განცხადებას ავრცელებს

დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი C130 სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა, ნამსხვრევებამდე მიღწევის ჩვენი მცდელობები ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში გრძელდება.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"დღეს დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი C130 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა. ნამსხვრევებამდე მიღწევის ჩვენი მცდელობები ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში გრძელდება. ღვთის ნებით, ამ კატასტროფას მინიმალური დანაკარგებით გადავიტანთ. ღმერთმა შეინდოს ჩვენი დაღუპულები და მათთან ერთად ვიყოთ ჩვენს ლოცვებში,” - განაცხადა ერდოღანმა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 „ჰერკულესი“ ჩამოვარდა.

არსებული ინფორმაციით, ის აზერბაიჯანის განჯის აეროდრომიდან აფრინდა და დაახლოებით რვა კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც დაბლა ვარდნა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქული სამხედრო თვითმფრინავი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა.

წაიკითხეთ ასევე: