ავტორი:

"ჰაერშივე დაიშალა და ქართულ მიწაზე ჩამოვარდა" - რა შეიძლება გამხდარიყო თურქული "ჰერკულესის" ავიაკატასტროფის მიზეზი ან მიზეზები?

"ჰაერშივე დაიშალა და ქართულ მიწაზე ჩამოვარდა" - რა შეიძლება გამხდარიყო თურქული "ჰერკულესის" ავიაკატასტროფის მიზეზი ან მიზეზები?
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 „ჰერკულესი“.

თავდაპირველად, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, რომელზეც მოჩანს დიდი სიმაღლიდან „ფარფატით“ როგორ ეშვება მოგრძო დიდი საგანი და ეცემა მიწას...

  • მარტო ამ კადრიდანაც შეიძლებოდა იმის გარჩევა, რომ ეს არ იყო შვეულმფრენის ნაწილი და ის ეკუთვნოდა დიდი ზომის თვითმფრინავს, უფრო სწორად, წარმოადგენდა მისი ფრთის მსხვილ ნაწილს, ეს კი თავის მხრივ, უკვე იმაზე მიუთითებდა, რომ ეს თვითმფრინავი ჰაერშივე ნაწილებად დაიშალა და ფრთა მოსცილდა ფიუზელაჟსა და კუდის ნაწილს...

მიუხედავად ვიდეოკადრების არცთუ მაღალი ხარისხისა, შეიძლებოდა იმის გარკვევა, რომ ეს ფრთა არ იყო ისრისებრი, ანუ არ ეკუთვნოდა სწრაფად მფრენ თვითმფრინავს და შეიძლება უფრო სატრანსპორტო თვითმფრინავის წარმოადგენდა...

საბოლოოდ, ასეც აღმოჩნდა - ქართულ ცაში კატასტროფა განიცადა თურქულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა „ჰერკულესმა“, რომელიც რაღაც მიზეზის გამო, ჰაერშივე ნაწილებად დაიშალა, რაც მის ბორტზე მყოფი ადამიანების-ეკიპაჟისა და შესაძლო მგზავრების გადარჩენის არავითარ შანსს აღარ ტოვებდა...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: