ავტორი:

"ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა - უმძიმეს წუთებში, თურქი ხალხის გვერდით ვართ" -  ყაველაშვილი თურქული თვითმფრინავის კატასტროფაზე

"ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა - უმძიმეს წუთებში, თურქი ხალხის გვერდით ვართ" -  ყაველაშვილი თურქული თვითმფრინავის კატასტროფაზე

მიხეილ ყაველაშვილი თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას საქართველოში თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო. ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა და რა თქმა უნდა, უმძიმეს წუთებში, თურქი ხალხის გვერდით ვართ“,- წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წაიკითხეთ ასევე: