ავტორი:

"განსაკუთრებული ტიპის სამაშველო ჯგუფი საქართველოში მიემართება" - APA

"განსაკუთრებული ტიპის სამაშველო ჯგუფი საქართველოში მიემართება" - APA

სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას თურქეთი საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო ავრცელებს.

  • მათი ცნობით, საქართველოში თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) საძიებო-სამაშველო ჯგუფი მიემართება.

აღინიშნება, რომ ვინაიდან, თვითმფრინავი მთიან რეგიონში ჩამოვარდა, საქართველოში განსაკუთრებული ტიპის სამაშველო ჯგუფი მიემართება.

ასევე აღინიშნება, რომ თურქეთმა საძიებო-სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად Akıncı -ს დრონი გამოუშვა, რომელიც საძიებო სამუშაოებს რამდენიმე საათში შეუერთდება.

წაიკითხეთ ასევე: