რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: “საქართველო გამოდი”
ამასთან, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მათ კორდონი აქვთ შექმნილი და აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ.