აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას აქვს ვალდებულება, უჩივლოს BBC-ს მისი გამოსვლის ნაწილის რედაქტირების გამო.
"მათ შეცვალეს ჩემი 6 იანვრის გამოსვლა, რომელიც იყო მშვენიერი, ძალიან დამამშვიდებელი გამოსვლა და ისე გააკეთეს, რომ რადიკალურად ჟღერდა. სინამდვილეში, შეცვალეს. რაც გააკეთეს, საკმაოდ წარმოუდგენელი იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა BBC-ს წერილი მისწერეს, სადაც აღნიშნულია, რომ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალის გამო იჩივლებენ, თუ კორპორაცია ბოდიშს არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის.
BBC-ის პასუხის გასაცემად ვადა პარასკევს, ადგილობრივი დროით 22:00 საათამდე აქვს განსაზღვრული. BBC-მ განაცხადა, რომ პასუხს დროულად გასცემს.