ავტორი:

Hotsale.ge ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ღონისძიების Networking Georgia - ს პარტნიორობას აგრძელებს

Hotsale.ge ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ღონისძიების Networking Georgia - ს პარტნიორობას აგრძელებს

Hotsale.ge ტრადიციულად აგრძელებს ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ღონისძიების Networking Georgia-ს პარტნიორობას. ღონისძიება “ბენე ექსკლუზივის“ ორგანიზებით 2-3 ოქტომბერს წინანდალში გაიმართა და 200-მდე კომპანია და 800-ზე მეტი პროფესიონალი გააერთიანა.

დანაზოგების პლატფორმა Hotsale.ge-მა ღონისძიების სტუმრები საქართველოში მდებარე პრემიუმ კლასის შემდეგი სასტუმროების საგზურებით დაასაჩუქრა:

„ლიც რეზორტი“ - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ბათუმთან ახლოს, კვარიათის მთაზე, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე მდებარეობს. 16-დონიანი შენობა მთის კონტურთან იმდენად ორგანულადაა შერწყმული, რომ შორიდან მხოლოდ თანამედროვე „სვანურ კოშკს" შეამჩნევთ. მთის კიდეზე აღმართული სასტუმროდან 360°-იანი პანორამული ხედი იშლება თურქეთის ქალაქ "რიზედან" - ბათუმამდე. მზიან ამინდში შთამბეჭდავ ხედს იხილავთ კავკასიონის ქედზე.

სასტუმრო 101-ვე ნომრიდან იშლება ზღვს ულამაზესი ხედი. რეზორტი გარშემორტყმულია ტყით, სადაც როგორც ფეხით, ისე ცხენით სეირნობისთვის, ბილიკებია მოწყობილი.

“დრიმლენდ ოაზისი” ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და თანამედროვე დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში. პროექტი აერთიანებს სასტუმროს, აპარტამენტებს, აუზებს, აკვაპარკს, ბარებსა და რესტორნებს, განახლებულ სანაპირო ზოლს, გასართობ სივრცეებსა და ბუნებრივ ლანდშაფტს. კომპლექსი გადაჭიმულია 13 ჰექტარზე და გარშემორტყმულია 9000-ზე მეტი უნიკალური მცენარით, რაც ქმნის გამორჩეულ გარემოს ოჯახური, ინდივიდუალური თუ რომანტიკული დასვენებისთვის. თანამედროვე ინფრასტრუქტურა კი მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

“მთის კურორტი განთიადი • MOUNTAIN RESORT GANTIADI” ცემში თბილისიდან 2.5 საათის სავალზე მდებარეობს, რაც ხელსაყრელია როგორც შაბათ-კვირის მოკლე, ასევე ხანგრძლივი დასვენებისთვის. გზად გაივლით ულამაზეს მარშრუტს შთამბეჭდავი ხედებით.

4 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშლილი სასტუმრო გთავაზობთ 70 კომფორტულ ნომერს, ჯანსაღ და გემრიელ კვებას, ადგილობრივი ინგრედიენტებით მომზადებულ კერძებს, როგორც ევროპულ, ასევე ქართულ სამზარელოს, ღია აუზს, სპას, საუნას, სხვადასხვა აქტივობასა და ისეთ თამაშებს, როგორიცაა გიგანტური ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მაგიდის ფეხბურთი და სხვა. სასტუმროში დაგხვდებათ საუკეთესო გარემო თქვენი ოჯახის ჯანსაღი და უსაფრთხო დასვენებისთვის. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ ბავშვებმა და მოზრდილებმა დრო ერთად გაატარონ . სასტუმროში განთავსებულია საბავშვო სივრცე ძიძის მეთვალყურეობით, რაც განტვირთვის შესაძლებლობას მოგცემთ.

კურორტის მთავარი უპირატესობა არის მისი უნიკალური მდებარეობა, ჰაერი და გარემო, რომელიც ყველა სეზონზე ჯადოსნურ გამოცდილებას გთავაზობთ. მთის სუფთა ჰაერი აგავსებთ ენერგიით და ორგანიზმის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.

„კასს ლენდი“ საერთაშორისო კომპანია „კასს გრუპის“ მასშტაბური პროექტია, რომელიც საქართველოში პირველად ქმნის დაცულ ტერიტორიაზე მრავალფეროვან ეკოტურისტულ სივრცეს. კომპლექსის მთავარი ღირსშესანიშნაობა 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდია, რომელიც კანიონის თავზეა გადაჭიმული და უნიკალურ ხედებს სთავაზობს დამთვალიერებელს. ხიდის შუაგულში განთავსებულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი „Diamond 360“, საიდანაც პანორამულად იშლება კანიონის გამორჩეული ბუნების სილამაზე.

„კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი“ აერთიანებს ვილჰაუსებს, სასტუმრო-კომპლექსს, სამ თემატურ რესტორანს, ზიპ-ბაიკს, გიგანტურ საქანელასა და კეთილმოწყობილ ეკო ბილიკებს, რომლებიც კანიონის გადასახედიდან იწყება და უნიკალურ კასკადურ ჩანჩქერთან სრულდება.

კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული ვილჰაუსები სრულად პასუხობს თანამედროვე დამსვენებლის საჭიროებებს — მოიცავს სტუდიო ტიპის მოსასვენებელ სივრცეს, ორ სველ წერტილს, იზოლირებულ საძინებლებს, აივანს, გათბობა-გაგრილების სისტემას და სასადილო ზონას.

პროექტის უახლესი ნაწილი წარმოადგენს სასტუმრო კომპლექსს, რომელიც ვილჰაუსების უკანა სივრცეში გაიხსნა. სასტუმრო მოიცავს 55 კომფორტულ ნომერს — მათ შორის 52 სტანდარტულს და 3 მაღალი კატეგორიის აპარტამენტს. სტუმრებს დამატებით ელით დახურული აუზი, საუნები, სპა მომსახურება, ასევე სრულად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები, რაც კომპლექსს იდეალურ ადგილად აქცევს როგორც დასვენებისთვის, ასევე ბიზნეს ღონისძიებების ჩასატარებლად.

“კასს ლენდის” კიდევ ერთი სიახლეა ატრაქციონების პარკი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს მთელი ოჯახისათვის. ტერიტორიაზე ასევე მოეწყო საბავშვო და ზრდასრულთა კარტინგების სივრცე, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დრო მხიარულად გაატარონ უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ გარემოში.

Networking Georgia-ს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნულ სასტუმროებში დრო სასიამოვნოდ გაატარონ. წელს ღონისძიების მთავარი თემატიკა იყო Art of Networking, რომლის ფარგლებშიც ყველა სპიკერმა ისაუბრა ისეთ სპეციფიკურ თემებზე, როგორიცაა: Art of Branding, Art of AI, Art of Leadership, Art of Teambuilding, Art of Photography, Art of Connection, Art of Strategic Partnerships და სხვა.

Networking Georgia მოიცავდა 6 სპიკერის გამოსვლასა და ამდენივე პარალელურ ვორქშოფს, გათამაშებებს, მათ შორის ისეთი პარტნიორი კომპანიებისგან, როგორიც არის Hotsale.ge.

სპეციალურად შექმნილმა აპლიკაციამ ერთ სივრცეში 800-მდე პროფესიონალი და ტოპ-მენეჯერი გააერთიანა . მისი საშუალებით მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაკავშირებოდნენ ერთმანეთს როგორც ღონისძიების მიმდინარეობისას, ისე შემდეგ და გაეზიარებინათ სიახლეები, შეთავაზებები და ახალი შესაძლებლობები.

Networking Georgia “ბენე ექსკლუზივის” ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება იყო, რომელიც ბიზნესების დაკავშირების შესაძლებლობების შექმნასა და გაზიარებას ემსახურებოდა, რაც ბენეს მთავარი ღირებულებაა.

Hotsale.ge კი აგრძელებს მთავარი ბიზნეს და ტექნოლოგიური ღონისძიებების მხარდაჭერას, რითაც რითაც აღნიშნული სფეროების განვითარებას უწყობს ხელს.

R