ავტორი:

ბრუკლინ ბეკჰემი და ნიკოლა პულცი ვიქტორიასა და დევიდისგან საჯარო ითხოვენ ბოდიშის მოხდას - "მხოლოდ ამ შემთხვევაში აპატიებენ"

ბრუკლინ ბეკჰემი და ნიკოლა პულცი ვიქტორიასა და დევიდისგან საჯარო ითხოვენ ბოდიშის მოხდას - "მხოლოდ ამ შემთხვევაში აპატიებენ"

ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელცი მზად არიან, დევიდთან და ვიქტორიასთან უთანხმოება დაასრულონ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჯაროდ ბოდიშს მოიხდიან.

  • ინსაიდერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ბოდიში ერთ ღამეში ვერ გაალღობს სიტუაციას, ეს დიდწილად შეუწყობს ხელს დროთა განმავლობაში დაპირისპირების მოგვარებას. ამის შესახებ "დეილი მეილი" წერს.

"აშკარაა, რომ პირველი ნაბიჯი დევიდისა და ვიქტორიას მხრიდან მათი დანაშაულის საჯარო აღიარება იქნება. შერიგების რეალური შანსი არ არსებობს ამის გარეშე. ძნელია იმის გაგება, თუ რამდენად ინტენსიურია სიტუაცია. როგორც ჩანს, ეგონათ, რომ ნიკოლას შეურაცხყოფას ყოველგვარი შედეგის გარეშე გადაიტანდნენ", - ამბობს წყარო.

დევიდს და ვიქტორიას ამ თემაზე საჯაროდ არ უსაუბრიათ, თუმცა რამდენიმე წლის წინ, როცა მედიაში ოჯახურ კონფლიქტზე პირველი ინფორმაცია გამოჩნდა, ნიკოლა ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ხანდახან ჩემი სევდიანი ბუნების ჩვენება მიჭირს. შვიდ და-ძმასთან და ორ ძალიან ძლიერ მშობელთან ერთად გავიზარდე და მათ თავში ჩამიბეჭდეს, რომ ხალხისთვის გულის ტკენის უფლება არ მიმეცა. თუმცა, ჩვენ ყველას გვაქვს დღეები, როდესაც ადამიანები გვაიძულებენ ცუდ ხასიათზე ვიყოთ და არ ადარდებთ, რომ ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობთ. უბრალოდ ვიფიქრე, რომ რაღაცას დავწერდი, რადგან აქ ჩემს ემოციურ მხარეს არასდროს ვაჩვენებ. ძალიან მიყვარხართ ყველა და გულწრფელად ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას", - წერდა ნიკოლა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ბრუკლინი მამის, დევიდ ბექჰემის რაინდად კურთხევის ცერემონიას არ დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი მილიარდერი ფინანსისტის, ნელსონ პელცის ქალიშვილზე, 30 წლის ნიკოლაზეა დაქორწინებული. მედიისთვის უცნობია, თუ რატომ დაუპირისპირდნენ ისინი ერთმანეთს, თუმცა ტაბლოიდების ცნობით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ნიკოლა პულცმა ქორწილში ვიქტორიას დიზაინით შექმნილი საქორწილო კაბის ჩაცმაზე უარი თქვა.

წყარო