ცნობილი ქართველი მსახიობი - ლეო ანთაძე იუბილარია, მას 93 წელი შეუსრულდა. თუ სად და როგორ აღნიშნავს დაბადების დღეს, ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" ლეო ანთაძეს დაუკავშირდა...
- გილოცავთ ბატონო ლეო დაბადების დღეს!
- დიდი მადლობა!
- საზეიმოდ აღნიშნავთ?
- აღნიშნავენ, ახლა ბათუმში ვარ, ბავშვები მილოცავენ, ერთი ამბავია. ზეიმი მიმდინარეობს, კონცერტია, მეც ვმონაწილეობ ამ შეხვედრაში. მთელი სკოლა ესწრება. სადღესასწაულო ტორტი მომართვეს სანთლებით, სული შევუბერე.
- სახელმწიფო თუ აღნიშნავს თქვენს დაბადების დღეს რამე ღონისძიებით?
- არა, მრგვალი თარიღი არ არის. მთავრობა ალბათ ჩემი 150 წლის იუბილეს მომილოცავს და აღნიშნავს... ძალიან ბევრი მოლოცვა მივიღე ფეისბუქზე, 4 ათასზე მეტი და ნელ-ნელა ყველა მოლოცვას გავეცნობი.... წაიკითხეთ ვრცლად