ავტორი:

ცოლის საკუთრებაში არსებული ნახევარ მილიონიანი სახლი საფრანგეთში, მიწის ნაკვეთები ჩხოროწყუში - რა ქონებას ფლობს ბრალდებული ექსპრემიერის ოჯახი

ცოლის საკუთრებაში არსებული ნახევარ მილიონიანი სახლი საფრანგეთში, მიწის ნაკვეთები ჩხოროწყუში - რა ქონებას ფლობს ბრალდებული ექსპრემიერის ოჯახი

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ორი ეპიზოდის გამო. მას ედავებიან "გავრილოვის ღამეს“ განვითარებულ მოვლენებსა და ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდს.

  • მას ისეთი მუხლებით წაუყენებენ ბრალს, რომლითაც 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის ინფორმაციით გიორგი გახარიას ბრალეულობა მდგომარეობს შემდეგში:

"2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სცადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მათ დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, მათი ნივთების დაზიანება და განადგურება.

მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.

შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერი გახარია გაზაფხულიდან მოყოლებული გერმანიაში იმყოფება

რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს: გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ.

აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია".

"ბინესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია, რომელიც 2016-2021 წლებში სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ წლებში ის იყო შს მინისტრი, ასევე ეკონომიკის მინისტრი და პრემიერი.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური დეკლარაცია გახარიამ 2025 წლის 1-ელ იანვარს, როგორც პარლამენტის წევრმა ისე შეავსო.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გახარია ორ მიწის ნაკვეთს ფლობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში. ერთ-ერთის, 3385 კვ.მ-იანი მიწის ნაკვეთის ღირებულება 85 000 ლარია, ხოლო 2792 კვ.მ-იანი ნაკვეთის ღირებულებად დეკლარაციაში 1 ლარია მითითებული. ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საკუთრებაში არსებული ორივე ნაკვეთი ერთად, 2020 წელს განვადებითაა შეძენილი.

ამასთანავე, გიორგი გახარიას მეუღლის, მარიკა ფანცულაიას საკუთრებაშია 472 400 ევროს ღირებულების ბინა საფრანგეთში, რომელიც 2020 წელსაა ნაყიდი. დეკლარაციის მიხედვით, ბინა გაქირავებულია...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: