ავტორი:

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ინტერიერის დიზაინერი დააკავა - მას მიწის ქვეშ მოწყობილ, "ფეშენებელურ" სათბურში კანაფი მოჰყავდა: დეტალები

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ინტერიერის დიზაინერი დააკავა - მას მიწის ქვეშ მოწყობილ, "ფეშენებელურ" სათბურში კანაფი მოჰყავდა: დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 11 ნოემბერს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული პირი დააკავეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, საქმე ეხება ინტერიერის დიზაინერს, რატი რატიანს, რომელიც ცნობილი ქართველი მოდელის, ყოფილი "მის საქართველო" თამთა შედანიას მეუღლეა.

ბრალდება უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, და ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა.

დანაშაულები, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260 კვარტა და 265 პრიმა მუხლებითაა გათვალისწინებული და ითვალისწინებს სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ფარული სათბური მიწის სიღრმეში

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დადგინდა, რომ რატი რატიანს საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში, ფარულად, მიწის სიღრმეში ჰქონდა მოწყობილი სპეციალური სათბური, სადაც ის უკანონოდ ახდენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანას.

ტერიტორიის ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო:

283 ძირი მცენარე „კანაფი“.

3 კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“.

ასევე, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.

რატი რატიანის მეუღლე კომენტარს არ აკეთებს

საზოგადოებისთვის ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენი რედაქცია დაუკავშირდა დაკავებულის მეუღლეს, მოდელ თამთა შედანიას. თუმცა, მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

იხილეთ ასევე: