ავტორი:

კიბოს ყალბმა დიაგნოზმა ერთ დროს უცნობი გოგონა ცნობილ "ინფლუენსერად" აქცია - "მდიდრულ ვილაში ცხოვრობს, მოგვატყუა მეგობრები და გამომწერები" (ბრიტანეთი)

კიბოს ყალბმა დიაგნოზმა ერთ დროს უცნობი გოგონა ცნობილ "ინფლუენსერად" აქცია - "მდიდრულ ვილაში ცხოვრობს, მოგვატყუა მეგობრები და გამომწერები" (ბრიტანეთი)

ოქსფორდშირში დაბადებულ ბრიტანი მილერის ოცნება ჰქონდა - უნდოდა, სოციალური მედიის კაშკაშა ვარსკვლავი გამხდარიყო, ამიტომ 2017 წელს, 21 წლის ჯერ კიდევ უცნობმა გოგონამ მისი გამომწერების მცირე საზოგადოება შოკში ჩააგდო, როდესაც განაცხადა, რომ მესამე სტადიის კუჭის კიბო დაუდგინდა.

მეგობრებმა მას მხარი დაუჭირეს — შეიქმნა კრაუდფანდინგის გვერდი, რათა ფინანსურად დახმარებოდნენ და მის მიმართ ინტერესიც მკვეთრად გაიზარდა.

თუმცა ამბავი კიბოს შესახებ მალევე სწრაფად გაქრა და თანდათან მისი ადგილი უბადლო გარეგნობის მქონე ბლოგერმა დაიკავა, რომელიც აუდიტორიას სხვადასხვა კერძების მომზადებაზე ესაუბრებოდა, კონტენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სარეკლამო კამპანიებს ეძღვნებოდა.

ამჟამად ბრიტანის TikTok-ზე 3.5 მილიონი გამომწერი ჰყავს. მისი ბოიფრენდი, ეშ გრიფიტსი, რეგულარულად ჩნდება ვიდეოებში, ხოლო შარშან ივლისში მილერმა იდენტური ტყუპები — ელაიჯა და ემილიანო — გააჩინა, რომლებთანაც დაკავშირებული ვიდეოები მისი კონტენტის დიდი ნაწილს შეადგენს. TikTok-იდან მიღებული შემოსავლების წყალობით, წყვილი ცოტა ხნის წინ ისტ სასექსში მდებარე მდიდრულ სახლში გადავიდა.

"ბრიტანიმ ყველანი მოგვატყუა — არა მხოლოდ მეგობრები, არამედ გამომწერებიც" - აცხადებს ყოფილი მეგობარი, რომელიც მილერს “JustGiving“ საქველმოქმედო გვერდის შექმნაში დაეხმარა.

"ახლა ადამიანები მას უყურებენ და წარმოდგენაც კი არ აქვთ, სინამდვილეში როგორია, წლების წინ კიბოსთან დაკავშირებით მოგონილი ტყუილი საშინლად არასწორი საქციელია, მის გამომწერებს შორის ბევრს ოჯახში ავადმყოფი ჰყავს და არც კი იციან, რომ ყოველ ჯერზე, როცა მის ვიდეოებს უყურებენ, თაღლითს აძლევენ ფულს".

  • პოლიციამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ 2020 წლის ივლისში ბრიტნი მილერი მართლაც გაასამართლეს და "ყალბი ინფორმაციის გავრცელებით თაღლითობის" გამო 12 თვით საქმიანობა აეკრძალა, მას ასევე დაევალა ბრიტანეთის პროკურატურისათვის ხარჯების ანაზღაურებაც.

მეგობრები იხსენებენ, როგორ ეუბნებოდა მათ ბრიტანი, თითქოს საავადმყოფოში მკურნალობას გადიოდა. ტყუილი როგორ ჩანს ინფლუენსერის ცხოვრების თანმხლები ფაქტორია, 2018 წელს მატარებელში ბილეთის გადაუხდელობის გამო დააჯარიმეს, მან პოლიციელს ყალბი სახელი და მისამართი უთხრა, რის გამოც კიდევ 320 ფუნტი სტერლინგის გადახდა დაეკისრა.

ბოლო თვეებში ბლოგერმა განაცხადა, რომ ანონიმურმა ადამიანმა მას ბავშვის მიმართ ძალადობაში დასდო ბრალი. სოციალურმა სამსახურმა მის შვილების მამას, ეშტონსაც დაუსვეს კითხვები, რომლებიც მილერის მიერ ალკოჰოლიკსა და ნარკოტიკების მოხმარებას ეხებოდა. საქმეს მსვლელობა არ მოჰყოლია, თუმცა როგორც თავად ბრიტანმა განაცხადა რომ “ინციდენტმა იგი ძლიერ შეძრა“

"ადამიანები ისე უნდათ ჩემი დაცემა, რომ ჩემს შვილებიც კი ჩართეს ამ ამბავში. ეს უკვე სიგიჟეა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს გამოვცდიდი. დიახ, მე ვდგავარ ყურადღების ცენტრში, ჩემს ვიდეოებს მილიონები უყურებენ, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი სასტიკი იყოს?" - განაცხადა მან საკუთარი აუდიტორიის წინაშე.

მისი ყოფილი მეგობრები შიშობენ, რომ ახლა თავად გახდებიან მავნე კომენტარების სამიზნე .

"სოციალურ ქსელებში მისი ცხოვრება იდეალურია, მაგრამ ეს სიმართლე არ არის, ბრიტანი ყველაფერს აკეთებს თავისი წარსულის წასაშლელად და შლის კომენტარებს, რომელიც ამ საკითხს ეხება, საშინელია იმის გაფიქრება, რომ მას შეეძლო ასეთი ტყუილი ეთქვა კიბოს შესახებ. უნდა დავფიქრდეთ, კიდევ რამდენად შორს წავა წარმატების მისაღწევად, ეს სკანდალი სავარაუდოდ ბოლო არ იქნება, მაგრამ ახალა უზარმაზარი აუდიტორია ჰყავს - და ისინი მხარს დაუჭერენ, რაც არ უნდა მოხდეს“ - აცხადებენ ისინი.

წყარო