"ვივამედის" დირექტორის, ნინო ნადირაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მას გაეგრძელებინა სტაციონარის პირობებში მკურნალობა.
"პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. ბოლო პერიოდში, საკმაოდ ნორმალურად და კარგად იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არანაირად არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მას გაეგრძელებინა სტაციონარის პირობებში მკურნალობა. სტაციონარულ მკურნალობას ნამდვილად აღარ ითხოვდა მისი მდგომარეობა, შესაბამისად, გაწერილ იქნა შესაბამისი ჩანაწერით, როგორც სხვა პაციენტების შემთხვევებში ხდება. ეცნობა ეს პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამსახურს და გადაიყვანეს კლინიკიდან," - განაცხადა ნინო ნადირაძემ "კურიერთან" საუბრისას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის "ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა" , კლინიკიდან გამოწერეს.
წაიკითხეთ ასევე: