ავტორი:

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა

გარდაბანში დააკავეს პირი, რომელმაც მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1990 წელს დაბადებულ ს.კ.-ს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა რ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.