ამბობენ, იგებს, ის ვინც თამაშობსო. ასე სჯეროდა ქალბატონ ნათელა კბილცეცხლაშვილსაც, ვიდრე ერთხელ მართლაც არ მოიგო.
ერთ ჩვეულებრივ, თითქოს არაფრით გამორჩეულ დღეს ნათელა კბილცეცხლაშვილმა მორიგი გადასაფხეკი ბილეთი „ნახევარი ლიმონი“ იყიდა. თუმცა მალევე ეს დღე მის ცხოვრებაში განსაკუთრებული გახდა. 100 000 ლარი - სწორედ ამ თანხას უდრიდა ის 4 ლიმონი, რომელიც მის გადასაფხეკ ბილეთზე აღმოჩნდა.
როგორც თავად გვიყვება, მოგება მის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. აპირებს, რომ თანხის გარკვეული ნაწილი შვილებისა და შვილიშვილების სურვილების ასრულებას დაუთმოს, ნაწილით კი სახლის გარემონტებას გეგმავს.
მსგავს ისტორიებში კარგად ჩანს, თუ როგორ შეუძლია გათამაშების ერთ ბილეთს ადამიანების ცხოვრების შეცვლა. შანსი კი აქვს ნებისმიერს, ვინც თამაშობს. ლატარია იღბლის თამაშია და შედეგი წინასწარ არავინ იცის. თითოეულ ბილეთს შეიძლება მოჰყვებოდეს შესაძლებლობა, ცხოვრება გააუმჯობესოს. ალბათ, სწორედ ესაა ლატარიის მთავარი ხიბლიც. ამ თამაშში ყველა თანაბარია და თითოეულ მყიდველს თანაბრად ეძლევა შანსი, ოცნებები აისრულოს.
ბოლო წლებში საქართველოში გადასაფხეკი ბილეთები განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. საქართველოს ეროვნული ლატარიის ჯიხურებსა და ქსელურ მარკეტებში 8 სახეობის გადასაფხეკი ბილეთის შეძენაა შესაძლებელი. ერთ-ერთი მათგანი კი გახლავთ „ნახევარი ლიმონი“, რომლის მაქსიმალური მოგება 500 000 ლარია, ნათელა კბილცეცხლაშვილს კი 100 000 ლარის მოგებისა და ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა მისცა.
ქალბატონი ნათელას ამბავი ბევრისთვის მოტივაციაა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ლატარიაში სცადონ ბედი, არამედ იმის დასაჯერებლად, რომ შანსი ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს. არასდროს იცი, როდის გაგიღიმებს იღბალი. სწორედ ამიტომ არის მართალი გამონათქვამი „იგებს, ის ვინც თამაშობსო“. გადასაფხეკი ლატარიის სიმარტივე, ხელმისაწვდომობა და მყისიერი შედეგი კი მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
საინტერესოა, რომ პირველი კომერციული გადასაფხეკი ლატარია 1974 წელს აშშ-ში შეიქმნა, მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ის შექმნეს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებმაც სპეციალური ბეჭდვის ტექნოლოგია შეიმუშავეს. პირველი ოფიციალური ბილეთი მასაჩუსეტსის სახელმწიფო ლატარიამ გამოუშვა, სახელად The Instant Game. პირველად ისტორიაში, მოთამაშეს არ უწევდა დალოდება ტრადიციული ლატარიის გათამაშებამდე, შედეგი მაშინვე ირკვეოდა და ეს საზოგადოებას განსაკუთრებულად ხიბლავდა. რამდენიმე თვეში მილიონობით ბილეთი გაიყიდა, ხოლო ფორმატი მალევე გავრცელდა ჯერ აშშ-ს სხვა შტატებში და შემდეგ - მთელ მსოფლიოში. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ლატარიის ფორმაა, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაში პოპულარულია.
R