14 ნოემბერს, 14 საათზე "ექსპო ჯორჯიაში", წიგნის დღეები გაიხსნება ღონისძიებით "ირაკლი გაგნიძე - წიგნის ადამიანი", რომელზეც მნიშვნელოვანი ქართული გამომცემლობების დამფუძნებლები და მენეჯერები ისაუბრებენ "ბიბლუსის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის უდიდეს წვლილზე, რომელიც მან საქართველოში წიგნიერებისა და წიგნის ბიზნესის განვითარებაში შეიტანა.
ის, სამწუხაროდ, 42 წლის ასაკში, მძიმე სენთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
"წიგნის ადამიანი ვიკრიბებით, რათა თბილად გავიხსენოთ ირაკლი გაგნიძე - ადამიანი, რომლის ენერგიამ და იდეებმა წიგნის სამყაროს ახალი სიცოცხლე მისცა", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიების მოდერატორია გიორგი კეკელიძე. გამომსვლელები კი - ბასა ჯანიკაშვილი, ზვიად კვარაცხელია, თინა მამულაშვილი. ღონისძიებას გახსნის გამოფენების ცენტრის დირექტორი რესან ქიქავა.