ავტორი:

The Devil Wears Prada 2-ის პირველი თიზერი - მერილ სტრიპისა და ენ ჰეთეუეის ლეგენდარული დუეტი ეკრანს უბრუნდება (ვიდეო)

The Devil Wears Prada 2-ის პირველი თიზერი - მერილ სტრიპისა და ენ ჰეთეუეის ლეგენდარული დუეტი ეკრანს უბრუნდება (ვიდეო)

სულ მალე ეკრანებს მერილ სტრიპისა და ენ ჰეთეუეის ლეგენდარული დუეტი The Devil Wears Prada 2-ით დაუბრუნდება.

უკვე გამოვიდა კინოსურათის პირველი თიზერი.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/9c-DrMe8o5Q?si=DemCY2fsl5atE7lr" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

სტრიპს, რომელმაც ფილმში "ეშმაკი ატარებს პრადას" მირანდა პრისტლის როლისთვის ოსკარის ნომინაცია მიიღო, 2021 წლის შემდეგ ფილმში მონაწილეობა აღარ მიუღია

ენ ჰეთეუეისა და მერილ სტრიპთან ერთად The Devil Wears Prada 2-ით სხვა მსახიობებიც დაბრუნდებიან - ემილი ბლანტი, სტენლი ტუჩი და კენეთ ბრანა. ლუსი ლიუ, ლედი გაგა და სიდნი სვინი და სხვები.

  • ფილმში მირანდა პრისტლი მოდის ჟურნალების ინდუსტრიის დაღმასვლასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უმკლავდება და იძულებულია აღადგინოს ურთიერთობები ყოფილ ასისტენტთან.

The Devil Wears Prada-ს პირველი ნაწილი 2006 წელს გამოვიდა და გლობალურად 326 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

"როცა პირველი ფილმი გადავიღეთ, არავის ეგონა, რომ ამდენად წარმატებული იქნებოდა და ადამიანებზე ამხელა გავლენა ექნებოდა“ - , ამბობს ემილი ბლანტი.

კინოსურათის პრემიერა 2026 წლის პირველ მაისს შედგება.